გაკვეთილის მთავარი თემა
|
ლოგარითმული ფუნქცია
|
სწავლების საფეხური
|
XI კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
სსსმ მოსწავლე არ მყავს, სულ 27 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
·
გაეცნოს
ლოგარითმულ ფუნქციას, როგორც მაჩვენებლიანი ფუნქციის შექცეულ ფუნქციას.
·
შეძლოს ფუნქციის გამოკვლევა ლოგარითმული ფუნქციის მაგალითზე.
·
მოახდინოს ფუნქციის თვისებების, გარფიკის წანაცვლების ანალიზი და კვლევა
"GeoGebra"-ში სიმულაციების გამოყენებით.
|
წინასწარი ცოდნა
| მოსწავლემ უნდა იცოდეს მაჩვენებლიანი ფუნქცია და მისი თვისებები, მაჩვენებლიანი ფუნქციის აგება, შექცეული ფუნქციის ცნება. |
შეფასების საგანი და პროცედურები
|
საკონტროლო კითხვებით, წყვილებში მუშაობით,დაფასთან პრეზენტაციით მოხდება მოსწავლეების შეფასება.
|
სასწავლო მასალა და და ტექნიკური რესურსები
|
დაფა, ცარცი, კალმები, რვეულები, კომპიუტერი, პროექტორი.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
1 აქტივობა: მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის მიზნებს და მიმდინარეობას.
2. აქტივობა: გონებრივი იერიში. დაფაზე ჩნდება მასწავლებლის მიერ მომზადებული რამდენიმე ფუნქციის გრაფიკი. კითხვა: გავიხსენოთ რომელი ფუნქციის გრაფიკებს ხედავთ? მოკლედ დაახასიათეთ. რომელ გრაფიკებს დააკავშირებდით და რატომ? სავარაუდოდ ბოლო შეკითხვაზე პასუხი შეიძლება იყოს მრავალგვარი(მონოტონურობის მიხედვით, ნულების მიხედვით და ა. შ.), თუმცა გრაფიკების დაწყვილება ურთიერთშექცევადობის პრინციპით აუცილებლად ითქმევა. სწორედ ამაზე მახვილდება ყურადღება. მოსწავლეებს გავახსენებთ ურთიერთშექცეული ფუნქციების განლაგებას y=x წრფის მიმართ. და რადგან მაჩვენებლიანი ფუნქციის გრაფიკი რჩება დასაწყვილებელი, ჩვენ ვიწყებთ საუბარს მის შექცეულ ფუნქციაზე. 3. აქტივობა: ლოგარითმის ცნების შემოტანა. ვუხსნით მოსწავლეებს რას ნიშნავს "ლოგარითმი a-ს ფუძით x " "GeoGebra"-ში ვაგებთ ჯერ მაჩვენებლიანი, შემდეგ ლოგარითმული ფუნქციის გრაფიკებს. ა) როცა a>1 ბ) როცა 0<a<1 მთელ კლასთან ერთად გამოვიკვლევთ ფუნქციას. 4. აქტივობა: ცალკე გამოვყობთ ათობით და ნატურალურ ლოგარითმს. დაფაზე ვაგებთ ნატურალურ ლოგარითმა და ვუჩვენებთ მის თვისებას , მხების 45 გრადუსიანი კუთხით დახრილობის შესახებ. 5. აქტივობა: მოსწავლეებს სიმულაციური პროგრამის საშუალებით ვუჩვენებთ, თუ რა ტიპის წანაცვლებები და სიმეტრიული გარდაქმნები შეიძლება გამოიწვიოს პარამეტრების ცვლილებამ. დაფასთან აგებენ ჯერ მასწავლებლის მიერ მიცემული ფუნქციის გრაფიკს, ხოლო შემდეგ თავად ასრულებენ პარალელურ გადატანასა და სიმეტრიის კომპოზიციას და მსჯელობენ მიღებული გრაფიკის შესაბამის ფუნქციაზე. 6 აქტივობა: დავალება წყვილებში. მოსწავლეებს ურიგდებათ წინასწარ გამზადებული ტესტის ბარათები. დრო 3 წთ. შესრულებული დავალება გადაეცემა შემოწმებისათვის მომდევნოდ მჯდარ წყვილს. დაფასთან განიხილება ის ტესტი, რომელიც გამოიწვევს აზრთა სხვადასხვაობას. 7. გაკვეთილის შეჯამება და მოსწავლეთა შეფასება 8. დავალება ჩნდება ეკრანზე. მასწავლებელი აძლევს მოკლე კომენტარს. |
gakvetilis gegma
Subscribe to:
Posts (Atom)
შეფასების რუბრიკები
ReplyDelete